თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდისა (IRZ) და გერმანიის ადვოკატთა ფედერალური ასოციაციის (BRAK) მხარდაჭერით, გერმანულ -ქართული სამართლის კონფერენცია მიმდინარეობს.
ღონისძიება გახსნეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდისა (IRZ) და ადვოკატთა ფედერალური ასოციაციის (BRAK) წარმომადგენლებმა.
კონფერენციას უძღვებიან სამართლის ექსპერტები - ბერლინის სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტი, ანია თეშნერი და ბრანდერბურგის რეგიონალური ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, დოქტორი ფრენკ ენგელმანი, აგრეთვე ქართველი ექსპერტები, ადვოკატები - თეა ხამხაძე და ლაშა კალანდაძე.
კონფერენციის ფარგლებში განიხილავენ სამოქალაქო სამართლის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებს, როგორიცაა:
1. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი და მისი ურთიერთიმართება შეჯიბრობითობის პრინციპთან;
2. იმპერატიული ნორმის ხასიათი გერმანულ სამართალში და მისი კავშირი მხარეთა მიერ დადებულ შეთანხმებებთან;
3. შეჯიბრებითობის პრინციპი და მტკიცების ტვირთის გადანაწილების თავისებურებები;
4. ბიზნეს დავების განხილვის თავისებურებები;
5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები და შებრუნების გარანტიები;
გერმანულ-ქართული სამართლის კონფერენცია ნოემბრის თვეში რიგით მეორე საერთაშრისო ფორუმია, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის ორგანიზებით ტარდება. ასოციაცია მომავალშიც გეგმავს არაერთი საერთაშრისო ღონისძიებების მოწყობას საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და მასში ადვოკატის როლის გაზრდის მიმართულებით.